საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და World Vision საქართველოს მხარდაჭერით თბილისის N200 საჯარო სკოლაში სენსორული ოთახი მოეწყო, რომელიც ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებს შეგრძნებების სტიმულაციის მეშვეობით სწავლის პროცესში დაეხმარება.
მარნეულის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნატო სამხარაძე 6 წელია ქართულ ენას ასწავლის. აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებთან ის სკოლის მიღმაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. როგორც ამბობს, მის მიზანია, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ქართულენოვან გარემოსთან, რათა ენობრივი ბარიერი და ქართულად საუბრის კომპლექსი დაძლიონ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ბრიტანეთის საბჭომ საქართველოში ზოგად განათლებაში ინგლისური ენის სწავლების სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც ამ ენის სწავლების გაძლიერებასა და ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
განათლებით ისტორიკოსმა ეკატერინე გომართელმა დღის ცენტრში სპეციალურ პედაგოგად მუშაობა 2009 წელს დაიწყო.