საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს – შპს „მაგთიკომს“, შპს „ვიონ საქართველოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას შეძლებენ.
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებსა და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ ის სიახლეები გააცნო, რომლებიც ინკლუზიური განათლების კუთხით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაინერგება.
სკოლის მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების თანამშრომლებს ვაქცინაცია ახალციხის რეფერალურ კლინიკაში ჩაუტარდათ.