საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ სექტემბრის დასაწყისში წარმოდგენილი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა აქტიურ ფაზაში შედის. წინასწარი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. როგორც ცნობილია, განათლების რეფორმა განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს.
ქალაქ მარნეულში საქართველოს მთავრობის, ბულგარეთის საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, “საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის” მიერ ქართულენოვანი კერძო სკოლა „მომავალი“ და საბავშვო ბაღი დაფუძნდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ახალი სკოლა მოინახულა და პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს ესაუბრა.
ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის სკოლა-პანსიონებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, სოფელ ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს.