"ფინანსური განათლების წლისა" და "გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით, ქართული ფულის თემაზე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხატვის ღია კონკურსს აცხადებს სახელწოდებით „ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომლის განხილვაც დღეს გაიმართა. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდნენ.
თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის დირექციამ სპორტის დარბაზში სკოლის ტექნიკურ პერსონალს ემოციური სურპრიზი მოუწყო - დამლაგებლებს, დარაჯს, დაცვის თანამშრომლებს და ხელოსნებს ისინი ტაშით, ტრანსფარანტებით და შეძახილებით „თქვენ ჩვენ ძალიან გვიყვარხართ!“, „ვაფასებთ თქვენს შრომას!“ შეხვდნენ.