,,განათლების მეორე შესაძლებლობის“ ეროვნული მოდელის სტრატეგიის დანერგვის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულ პირებს იწვევს მონაწილეობა მიიღონ ინტერესთა გამოხატვის პროცესში, რომელიც სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალში მონაწილეობას ეხება.
სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეფორმის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობას, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და ფონდ „ინოვეს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ესტონურ სკოლებში მიღებული გამოცდილების და სკოლების საჭიროებების შეფასების შედეგების განხილვა მოეწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების არაერთი პროექტი ხორციელება, მათ შორისაა „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო უზრუნველყოფს პრესტიჟული საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადებას და შემდეგ მონაწილეობას.