საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო სისტემატიურად ატარებს საქართველოში არსებული სკოლების დირექტორებთან
და მასწავლებლებთან შეხვედრებს. ამ მიზნით მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის საჯარო სკოლის დირექტორებსა
და მასწავლებლებს შეხვდა. ქ. ონის საჯარო სკოლაში გამართულ
შეხვედრაზე ლია გიგაურმა მოკლედ ისაუბრა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე
და ძირითადი დრო იმ თემებს დაუთმო, რასთან დაკავშირებითაც მასწავლებლებს
შეკითხვები გააჩნდათ.