საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, 1-8 მაისს თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას მასპინძლობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე კერძო და საჯარო ორგანიზაციების „ერთობლივი დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, Erasmus+-ის პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.