საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთან, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, პროფესორ ანტონ ცაილინგთან.
ვენაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ავსტრიაში საქართველოს ელჩთან კონსტანტინე ზალდასტანიშვილთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.
ვენაში დასრულდა უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს 75 ქვეყნის 400-მდე უნივერსიტეტის, მათ შორის 30-მდე ქართული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი მონაწილეობდა.