ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. გარემონტდა უნივერსიტეტის ხუთსართულიანი სასწავლო კორპუსის ძირითადი ნაწილი, განახლდა ფიზიკის ლაბორატორიები, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ზოოლოგიისა და მინერალოგიის კაბინეტები, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა კრიმინალისტიკური ლაბორატორია.