ახალი
ხელისუფლების პირობებში მეცნიერების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის
არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. პირველ რიგში, აღსანიშნავია მეცნიერებისა და სამეცნიერო
კვლევების ხელშეწყობის მიზნით 82%-ით გაზრდილი ბიუჯეტი, რითაც
მეცნიერთა ხელფასი საშუალოდ 2.5-ჯერ გაიზარდა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს
სამეცნიერო ტექნიკური ბაზის განახლების შესაძლებლობა მიეცათ.