სახელმწიფო საგრანტო პროგრამა „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა“, რომელიც საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, საქართველოს საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი, 2026 წლიდან კვლავ გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წიგნის – „პროფესიული განათლების ისტორია საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ ნინო წერეთელთან ერთად, 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.