
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების მინისტრს, ფრედერიკა ვიდალს, შეხვდა, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის ერთობლივ აკადემიურ და სამეცნიერო- კვლევით პროექტებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის შესახებ საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო. საქართველოს მთავრობის მხრიდან, მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ხოლო საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან, საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა მოაწერა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილთან ერთად ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების შემსწავლელი ცენტრის ახალი შენობა გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის ეროვნული სტრატეგიის (NSI) წარმომადგენელთან, პოლ ჯოიალთან სამუშაო შეხვედრა გამართა.