საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 100 სომხურენოვანი და 100 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი განათლების მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიციირებული მნიშვნელოვანი კანონპროექტები განიხილეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა.