პუბლიკაციები  
2009-05-07
სწავლება და შეფასება

მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების საშუალებები მოტივაცია არის იმპულსი/სურვილი, შინაგანი პროცესი, რომელიც ადამიანს ქმედებებისკენ უბიძგებს და ამ ქმედებებს გარკვეული მიზნის მიღწევისაკენ მიმართავს. მაგალითად, მოსწავლე, რომელიც ბევრს მეცადინეობს, კეთილსინდისიერად ეკიდება სასწავლო პროცესს, ორიენტირებულია კარგი ნიშნების მიღებაზე, შეიძლება დავახასიათოთ, როგორც მაღალმოტივირებული. მოტივაცია განაპირობებს მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზებას. მოსწავლის მოტივაციას განსაზღვრავს მისი გარემო. ეს შეიძლება იყოს მშობლები, თანატოლები, მიმზიდველი სასწავლო გარემო. თუმცა, მოსწავლეების მოტივირების თვალსაზრისით, მასწავლებლის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია.