პუბლიკაციები  
2009-07-09
უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგები

პროექტი განხორციელდა 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით.კვლევის მიზანი იყო ბოლონიის პროცესის წარმატების შეფასების ეროვნული ანგარიშის ფორმაში არსებული ინდიკატორების შესაბამისად (Bologna Process Template for National Reports, 2008; Stocktaking Report)  ინსტიტუციურ დონეზე უმაღლესი განათლების რეფორმის აღწერა და უმაღლესი განათლების სფეროში ამ ეტაპზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.   ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოში აკრედიტირებული ყველა უმაღლესი სასწავლებლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას - ეროვნული ანგარიშის სპეციფიკიდან გამომდინარე (გარკვეული ინდიკატორები მოითხოვდა ყველა უმაღლესი სასწავლებლის ჯამური მაჩვენებლების გამოთვლას) აუცილებელი იყო ყველა უმაღლესი სასწავლებლის ჩართვა კვლევაში. კვლევაში აგრეთვე გათვალისწინებულია სფეროს ექსპერტების, უმაღლესი სასწავლებლების რექტორების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მოსაზრებები. უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგები (აღწერითი ანგარიში ბოლონიის პროცესის ინდიკატორების მიხედვით)