პუბლიკაციები  
2009-07-27
განათლებისა და მეცნიერების რეფორმა საქართველოში - წლიური ანგარიში 2008

2008 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ახალი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის მომავლისათვის ამ უმთავრესი სფეროს რეფორმირების გზაზე. პოლიტიკის ძირითადი კურსი უცვლელი დარჩა; ამავე დროს, სამინისტრო უფრო ინტენსიურ დიალოგში ჩაერთო საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან, უპირველეს ყოვლისა, დარგის მუშაკებთან, რის შედეგადაც გადაისინჯა ზოგიერთი ადრე მიღებული გადაწყვეტილება. აგვისტოში რუსეთის აგრესიის შემდეგ სამინისტროს, ისევე როგორც მთელ ქართულ საზოგადოებას, საგანგებო რეჟიმში მუშაობა მოუხდა. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, მრავალი სკოლა, საგანმანათლებლო თუ კვლევითი დაწესებულება იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფრად იქცა.