კვლევები
 
ეროვნული კვლევა საქართველოში სკოლებში ძალადობის შესახებ

სკოლაში ძალადობის ეროვნული კვლევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გაეროს ბავშთა ფონდის ერობლივი პროექტია და იგი 2007 წელს განხორციელდა. კვლევის მიზანი იყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ძალადობის ფორმებისა და გავრცელების დადგენა და, შესაბამისად, სკოლაში ძალადობის პრობლემის მასშტაბის განსაზღვრა.
კვლევა ჩატარდა ნაციონალური მასშტაბით და მის ფარგლებში გამოიკითხა 1300 მოსწავლე საქართველოს 93 (თბილისის 33 და რეგიოების 60) სკოლიდან. კვლევის შედეგად მიღებული ძირითადი დასკვნებია:

  1. სკოლის მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს (77%)
  2. სკოლის მოსწავლეთა უდიდეს ნაწილს სკოლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს (67%)
  3. სკოლის მოსწვლეთა ნაწილი აღნიშნავს, რომ გასული წლის განმავლობაში ყოფილა სკოლის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური და სქესობრივი ძალადობის უდიდესი ნაწილი მსუბუქ ფორმებზე მოდის. კერძოდ:
მოსწავლეთა 47,1 % აცხადებს, რომ ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. აქედან ძირითადად ფიქსირდება ძალადობის შემდეგი ფორმები: ხელზე ან მკლავზე დარტყმა: 20,5%; ყურის აწევა: 17,4%;თმის მოქაჩვა: 17,2%; რაიმეს ტკენინება: 13.2%; თავზე ან სახეში გარტყმა: 10.3%; ხელის კვრა: 9.5%. ძალიან მცირეა ძალადობის მძიმე ფორმების შემთხვევები (ბასრი საგნით დაჭრა: 0.5%; რაიმე საშიშის დაძალება: 2.0%; დაბმა: 0.4%)

მოსწავლეთა 47,5% აცხადებს, რომ ყოფილა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი: დაყვირება: 20.2%; შეშინება: 18.2%; ცუდი ნიშნებით დამუქრება: 17.8%; უხამსი ან საწყენი სახელების დაძახება: 15.2%...)

რაც შეეხება სქესობრივ ძალადობას, მოსწავლეთა 5.6% განაცხადა, რომ მასზე სკოლაში გნხორციელებულა სქესობრივი ძალადობა. აქ ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო პორნოგრაფიის ჩვენება (4,5%) და არასასურველი კოცნა (0,8%).
4.    საქართველოში სკოლებში ძალადობა მნიშვნელოვნად დაბალია ისეთი ქვეყნების იგივე მაჩვენებლებზე, როგორებიცაა ისლანდია, ინდოეთი და რუსეთი.