ტენდერები
 
ცვლილება ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო”-ს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია~ და საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე 2009 წლის 31 ივლისს გაზეთში ,,24 საათი’’ #170 გამოქვეყნებულ განცხადებაში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.    განცხადების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი ლოტები:

  • ლოტი #6 ქ. თბილისის #95 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • ლოტი #7 ქ. თბილისის #207 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • ლოტი #8 ქუთაისის #45 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები
2.    განცხადების მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.  მიწოდების სავალდებულო ვადაა ლოტი #1-ზე ზელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 120დღე, #2, #3, #4, #5, #6, #7 და #8 ლოტებზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღე.

3. განცხადების მე-4  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

,,4. დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება, ქართულ ენაზე ექვს ეგზემპლარად, (ერთი დედანი, ხუთი ქსეროასლი) დალუქული პაკეტებით უნდა წარმოადგინონ 2009 წლის 20 აგვისტოს 11-დან 15 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, საქართველო, დ. უზნაძის ქ. #68 სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, მესამე სართული, ოთახი #12.