ტენდერები
 
ცვლილება ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო”-ს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო რესურსცენტრების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე 2009 წლის 07 სექტემბერს გაზეთში ,,24 საათი’’ №193 გამოქვეყნებულ განცხადებაში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.    განცხადების პირველი მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინფრასტრუქტურის განვითარების~ და საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია~ პროგრამების დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ტენდერს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

2.    განცხადების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი ლოტები:
  • ლოტი №6 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გლდანის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • ლოტი №7 ქ. თბილისის №42 საჯარო სკოლის შენობის გაძლიერების სამუშაოები;
  • ლოტი №8 თბილისის №153 საჯარო სკოლის შენობის გაძლიერების სამუშაოები;
  • ლოტი №9 თბილისის №32 საჯარო სკოლის სპორტდარბაზის გაძლიერების სამუშაოები;
3.    განცხადების მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მიწოდების სავალდებულო ვადაა №1, №2, №3, №4, №5, №6 და №9 ლოტებზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 კალენდარული დღე, ხოლო №7 და № ლოტებზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღე;

4.    განცხადების მე-6 მუხლის 6.3 პუნქტის ,,ე ქვეპუნქტის შენიშვნის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,შენიშვნა:     ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ პირს, ბოლო ორი წლის განმვალობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი დოკუმენტის, ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების დართვით, ამასთანავე პრეტენდენტმა უნდა დაურთოს თითოეულ შესრულებულ სამუშაოზე დამკვეთის მიერ გაცემული წერილობითი დადასტურება, რომ შემსრულებელმა ჯეროვნად და ხარისხიანად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი სამშენებლო სამუშაოები.

5.    განცხადების მე-8 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  ,,ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე და საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში;

სატენდერო კომისიის აპარატი