ტენდერები
 
განცხადება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა თანამდებობებისა და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების თაობაზე

გამოცხადდეს ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა თანამდებობებისა და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ ლაბორატორიებში:
  •  ”  რადიოეკოლოგიისა და მოდელირების” ლაბორატორია: ლაბორატორიის გამგე/მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი-1 ერთეული; მთავარი მეცნიერ თანამშრომელი-2 ერთეული; მეცნიერ თანამშრომელი-2 ერთეული.
  • ”სას-სამ მცენარეთა რადიობიოლოგიისა და ეკოლოგიის”  ლაბორატორია: ლაბორატორიის გამგე/მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი-1 ერთეული; მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი-1 ერთეული; უფრ. მეცნიერ თანამშრომელი-1 ერთეული; მეცნიერ თანამშრომელი-1 ერთეული.
  • ”სას-სამ პროდუქციის რადიაციული-ბიოლოგიური უსაფრთხოების”  ლაბორატორია: ლაბორატორიის გამგე/მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი-1 ერთეული; უფრ. მეცნიერ თანამშრომელი-1 ერთეული; მეცნიერ-თანამშრომელი-2 ერთეული.
  • ”აგროეკოლოგიური მონიტორინგისა და პროგნოზირების”  ლაბორატორია: ლაბორატორიის გამგე/მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი-1 ერთეული; უფრ. მეცნიერ თანამშრომელი-1 ერთეული; მეცნიერ-თანამშრომელი-2 ერთეული.
  • ”ეკოლოგიური ბიოტექნოლოგიის”  ლაბორატორია: ლაბორატორიის გამგე/მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი-1 ერთეული;  მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი-1 ერთეული; უფრ. მეცნიერ თანამშრომელი-1 ერთეული; მეცნიერ თანამშრომელი-1 ერთეული.
  • ”ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების მონიტორინგის”  ლაბორატორია: ლაბორატორიის გამგე/მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი-1 ერთეული; მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი-1 ერთეული; უფრ. მეცნიერ თანამშრომელი-1 ერთეული; მეცნიერ-თანამშრომელი-1 ერთეული.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
  • დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი აკადემიური, ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
  • 1 სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • შესაბამისი დარგის 3 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი) (სასურველია);
  • სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი (სასურველია);
  • პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი (სასურველია).

სამეცნიერო  თანამდებობაზე კონკურსანტის შერჩევისას შეიძლება გათვალისწინებული იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  რაოდენობა და ხარისხი (განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში),
  • პატენტები,
  • მონაწილეობა სამეცნიერო სიმპოზიუმებში, კონფერენციებში,
  • მონაწილეობა საგრანტო, მათ შორის, საერთაშორისო  თემატიკაში.
  • კვლევისათვის სახსრების მოძიებისა და კვლევითი სამუშაოების ორგანიზების გამოცდილება.
საკონკურსო კომისიის დასკვნის საფუძველზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს წარდგენილ კანდიდატს შესაბამის თანამდებობაზე და აფორმებს მასთან შრომით ხელშეკრულებას არაუმეტეს 4 წლის ვადით.

საბუთების მიღება იწარმოებს 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის საღამოს 6 საათამდე. მისამართი:  თბილისი ზაჰესი, აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი.

კონკურსში დაშვებულ მონაწილეთა სია გამოცხადდება ინსტიტუტში ა. წ. 21 ოქტომბერს;    

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2009 წლის ”3” ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
თბილისი ზაჰესი, აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი.

E-mail: radioeko09@yahoo.com
ტელ: 65-80-33,მობ: 855420095.
პასუხისმგებელი პირი
საკონკურსო კომისიის მდივანი: გულიზარ ზარდიაშვილი