ახალი ამბები
 
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურმა ინსექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გამოავლინა №27 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ფრუიძე, რომელიც იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. დაკავებულმა აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ის აქტიურად მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპეციის უფროსის ირაკლი ანდრიაშვილის განცხადებით, აღმაშფოთებელია, როცა სკოლის დირექტორი ნარკოტიკის მომხმარებელია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია განაგრძობს აქტიურ მუშაობას და ნებისმიერი კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევას მკაცრი რეაგირება მოჰყვება.