ახალი ამბები
 
20.12.09 განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული 38 მონაწილე დააჯილდოვა

ლიტერატურულ კონკურსში ”ალუბლობა” გამარჯვებულ მონაწილეებს მინისტრმა  პერსონალური კომპიუტერები და დიპლომები გადასცა; ხოლო I, II და III ადილზე გასული მონაწილეები ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.

კონკურსში, საქართველოს მასშტაბით 700-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ 4 არასრულწლოვანი მსჯავრდებული   და 6 უცხოეთში (კანადა, ბელგია, რუსეთი, საინგილო) მცხოვრები ქართველი.

უცხოეთში მცხოვრები გამარჯვებულები წელს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმაც დააჯილდოვა.

გამარჯვებულმა მონაწილეებმა წამახალისებელი პრიზები   სხვადასხვა გამომცემლობებისგან და წიგნის სახლებისაგანაც მიიღეს. 

,,ალუბლობა“  ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსია, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-დან 22  წლამდე ახალგაზრდებს და ტარდება ყოველწლიურად. კონკურსი დააარსა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალი ხელოვნება” (New Art)  2005 წელს.

პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით (2009 წელს სამინისტრომ კონკურსის ჩასატარებლად, პრიზებისათვის  და ალმანახების დასაბეჭდად 29 250 ლარი გამოყო).

გამარჯვებულთა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.alubloba.org.ge