ახალი ამბები
 
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ  და ”CHF საერთაშორისო საქართველოს” წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბრაიან ჰასლერმა გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გახსნეს. სოფელების ახალხიზის, ზემო ხვითისა და  კარბის საჯარო სკოლების 220 მოსწავლე ამიერიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ისწავლის.  

 სამივე სკოლის რეაბილიტაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში მოხდა და იგი ორგანიზაცია ”CHF საერთაშორისო საქართველომ”  განახორციელა. 

USAID-ის ეგიდით საქართველოში ამჟამად 40-ზე მეტი პროექტი ხორციელდება და მათი წლიური ბიუჯეტი 48 მილიონ დოლარს აღემატება. ამ პროექტების მიზანი საქართველოს დახმარება და მისი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა.

სკოლების გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობნენ: ირაკლი თოდუა -საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის  განვითარების სააგენტოს დირექტორი, USAID-ისა და  CHF -ის წარმომადგენლები საქართველოში, ადგილობრივი თვითმართველობის წევრები.