პუბლიკაციები  
2007-10-10
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება“
„გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულება“
არეგულირებს აკრედიტებულ უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და აბიტურიენტების მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების პირობებს, აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზაციის საკითხებს.
დებულება დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიე-რების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის N127 ბრძანებით, გამოქვეყნებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2005 წლის 1 აპრილის 37-ე ნომერში.
„გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებით“ განსაზღვრულია ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი, დირექტორის დანიშვნის წესი და კომპეტენციები, სახელმწიფო კონ-ტროლის ფორმა და ფარგლები, ქონება და ანგარიშგება.
გამოცდების ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს და მართავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე-სებულებებში მისაღები გამოცდების სისტემას.
დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის N93 ბრძანებით, გამოქვეყნებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2007 წლის 13 თებერვლის მე–20 ნომერში.