პუბლიკაციები  
2007-10-10
პროფესიული განათლების კონცეფცია

„პროფესიული განათლების კონცეფციის“ საფუძველზე შემუშავდა პროფესიული განათლების კანონპროექტი. მუშაობის პროცესში კონცეფციით გათვალისწინებული პროფესიული განათლების სისტემა დაიხვეწა, ხოლო ზოგ ნაწილში შეიცვალა კიდეც.
კონცეფცია შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“, „დასაქმების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონების, ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის ეროვნული პროგრამის, ათასწლეულის განვითარების მიზნების საფუძველზე.
კონცეფცია დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 აგვისტოს N150 დადგენილებით, გამოქვეყნებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2005 წლის 2 სექტემბრის 104-ე ნომერში.
„საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“ ადგენს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებსა და წესს, პროფესიული განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, განსაზღვრავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტატუსს და ადგენს მათი დაფუძნების, საქმიანობის, აკრედიტაციის, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის წესებს. ამ კანონის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა, პროფესიული განათლების სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს შრომის ბაზრის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს.
კანონი მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წლის 28 მარტს, გამოქვეყნებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2007 წლი 23 აპრილის მე–15 ნომერში.