პუბლიკაციები  
2007-10-10
მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია

„მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფცია“ აღწერს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების ახალ სისტემას, მასწავლებლის სახეებს, ადგენს სკოლის მიერ მასწავლებლის დაქირავების პოლიტიკას და სხვ.
კონცეფცია შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონების „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ და სხვა ნორმატიული დოკუმენ-ტების, ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის ეროვნული პროგრამის, ათასწლეულის განვითარების მიზნების საფუძველზე.
კონცეფცია დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის N29 დადგენილებით, გამოქვეყნებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2006 წლის 10 თებერვლის მე-19 ნომერში.