პუბლიკაციები  
2007-10-10
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დებულება

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დებულებით განისაზღვრება ცენტრის მიზნები, საქმიანობის სფერო და მოვალეობები, დირექტორის დანიშვნის წესი და კომპეტენციები, ფულადი სახსრები, ცენტრის ქონება, საქმიანობის კონტროლი, დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.
ცენტრი ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების მომზადებას, მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების შემუშავებასა და მასწავლებელთა სერტიფიცირებას.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის N714 ბრძანება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2006 წლის 25 ივლისის 98–ე ნომერში.