პუბლიკაციები  
2007-10-10
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დებულება

„ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის“ დებულებით განსაზღვრულია ცენტრის მიზნები და ამოცანები, დირექტორის დანიშვნის წესი და მისი უფლებამოსილება, სტრუქტურა, ფინანსები და მისი ანგარიშგება, სახელმწიფო კონტროლი, ქონება, ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია.
ცენტრი ამზადებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, შეიმუშავებს სასწავლო პროცესის შეფასების სისტემას, ახორციელებს რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებას. დებულება დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 აპრილის N357 ბრძანებით, გამოქვეყნებულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ 2006 წლის 2 აპრილის 58–ე ნომერში.