პუბლიკაციები  
2009-04-01
კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოცდების ცენტრის ახალი ჟურნალი ” Outlook” ( ხედვა) - შესახებ

გამოვიდა  კემბრიჯის  უნივერსიტეტის  საერთაშორისო გამოცდების  ცენტრის (CIE) ახალი ჟურნალი. ჟურნალში  გამოქვეყნებულია  მრავალი საინტერესო სტატია, სტუდენტური ცენტრების მუშაობის, შემოქმედებითი საქმიანობის, კონფერენციების, სტუდენტური შეჯიბრებების ორგანიზების და წახალისების შესახებ. ამ  გამოცემაში  იხილავთ  სტუდენტური ცენტრის კონფერენციას  მუმბაიში, რომელსაც დაესწრო 300 დელეგატი, მსოფლიოს  სხვადასხვა კუთხიდან.  კონფერენციის მონაწილენი გაეცნენ, კემბრიჯის სტუდენტების შემოქმედებით საქმიანობას და  გამოავლინეს გამარჯვებულნი, ესენი იყვნენ  სტუდენტები  რომელთაც, გადაიაღეს   საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო ფოტო და   გამოაქვეყნეს  საუკეთესო  სტატია.  ერთ- ერთ საუკეთესო სტატიად, რომლის შესახებ მოგვითხრობს ჟერნალი არის, ტანზანიელი სტუდენტის სტატია, -” როგორ გავხვდი ქუჩის  ბავშვი  წარმატებული  სტუდენტი.” ჟურნალში გაეცნობით ცენტრის ახალ  სილაბუსს,     მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად გამართულ სამუშაო მაგიდას  დუბაიში,    ასევე, შეიტყობთ ცენტრის მიერ დაგეგმილ ტრეინინგების, სემინარების და სხვა აქტივობების შესახებ.     კემბრიჯის ”Outlook”  არის,  კემბრიჯის  ცენტრთან პარტნიორობის,  კომუნიკაციის  საშუალება. დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრს  შემდეგ  მისამართზე: (1Hills Road, Cambridge CB1 2 EU, UK. Tel: +44 1223 553554; Fax: +44 1223 553558. ) E- mail: international@cie.org.uk