Facebook Twitter Youtube Flikr
სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში
poster
15.03.24

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 100 სომხურენოვანი და 100  აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება.

13.03.24

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან და პროფესიული უნარების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელ ირინა მარგიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სააგენტოს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

11.03.24

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი განათლების მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიციირებული მნიშვნელოვანი კანონპროექტები განიხილეს.

06.03.24

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

05.03.24

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან ერთად, შეხვედრა გამართა USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში შექმნილ ბიზნეს-ლიდერთა საბჭოს წევრებთან.

05.03.24

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა.

04.03.24

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.

01.03.24

რეგისტრაცია 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.  

01.03.24
საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ.
29.02.24
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში ელექტრონული რეგისტრაციისა და სავალდებულო დოკუმენტაციის წარდგენის ვადები 2024 წლის 2 მარტის, 18:00 საათამდე გახანგრძლივდა.
27.02.24

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2024 წლის 27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2024 წლის 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით ჩატარდება.