საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ქემლინ ფურლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ინჟინერიის წრის მოსწავლეებმა თბილისის N202 უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლაში ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიწვევით, განათლებისა და უნარების მე-11 საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 3-5 დეკემბერს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან და მის თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, კოლეჯ „მერმისს‘‘ ესტუმრა, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო და საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს თბილისის N55 და N203 საჯარო სკოლებს ეწვია.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დარგობრივი სერვისების ინკლუზიური განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მსოფლიო დღეს გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული „ინკლუზიური განათლების კონფერენცია“ გახსნა, რომელიც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ჩინეთის ჰუბეის განათლების უნივერსიტეტის (HUE) პრეზიდენტს, ჟენგ ჯუნს და უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარუდგინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო.
STEAM პროექტების ეროვნული კონკურსი „მომავლის საქართველო“ დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე სკოლის გუნდებმა დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის მასშტაბით შერჩეული და გამარჯვებული 30 საუკეთესო პროექტი წარუდგინეს.