განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ანა მღებრიშვილმა მონაწილეობა მიიღო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით: „ჯანმრთელობა ყველასათვის, ხარისხიანი სამედიცინო განათლების მეშვეობით“.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, კახეთის რეგიონში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა და მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლებულ გარემოში გაგრძელება მიულოცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIF) სამდღიან რეგიონულ სემინარს მასპინძლობს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქალაქ რუსთავის სკოლების 200-მდე მასწავლებელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჯინჭარაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალურ ტურში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, მონაწილეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და ინოვაციური საგანმანათლებლო ოლიმპიადების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.
საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, აშშ-ის ქალაქ სან დიეგოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა NAFSA 2025-ის მონაწილეებისთვის სესია გამართა თემაზე – „საქართველო: განათლებისა და აკადემიური ინვესტიციების რეგიონული ჰაბი‘‘.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში NAFSA 2025 მონაწილეობს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში იმართება. საქართველოს დელეგაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები – ბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა ხელმძღვანელობენ.
2025 წლის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე ხელმძღვანელობდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენელ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ „მსოფლიო ციფრული განათლების კონფერენციაში“ მიიღო მონაწილეობა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი განათლების მინისტრი და დარგის ექსპერტი ესწრებოდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ფარგლებში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების მიმართულებით თანამშრომლობასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.