საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას კენტთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია (CERN)-ის SHiP კოლაბორაციასთან თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, პროექტის „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გორში გამართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.