ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროპის I მათემატიკური ოლიმპიადა (EMO-2026) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა მოსწავლეებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის – ,,ცვლილებებისთვის საჭირო უნარები ‘‘ (Skills for Change) პრეზენტაციას დაესწრო.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, კუმარ მიშრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.