საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ რაჰიმ საიძოდასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
,,გაფორმდა ხელშეკრულება ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ფორმების შეკერვას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის,” - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული განათლების ცენტრს ეწვია.
ახალგაზრდული ფესტივალის „სტუდფესტი 2026“-ის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ახალი საჯარო სკოლა გახსნეს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას უმასპინძლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „ინოვაციური კულტურის განვითარება ახალი თაობისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევით საზოგადოებაში (FORGE-AI)”.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა კახეთის რეგიონის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირებისა და მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გივი მიქანაძემ სასულიერო პირებს ახალგაზრდების აღზრდასა და ღირებულებითი განათლების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე ალბერტ მახმეტ კულოვმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ერთობლივი კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.