საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესის შეფასებას, არსებული გამოცდილების გაანალიზებასა და სახელმძღვანელოების განვითარების საკითხებს მიეძღვნა.