საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს ყველა პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს
I-XII კლასების სასწავლო პროგრამისა და კონკრეტული საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება, ხოლო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში განახლება პირადად მიულოცა და წარმატება უსურვა. მინისტრი თბილისის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა, სადაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მიხეილ ჩხენკელი პირადად დაინტერესდა, რამდენად უზრუნველყოფილია სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და რამდენად იცავს სასკოლო საზოგადოება ჯანდაცვის სფეროს რეგულაციებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება, ხოლო მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სრულიად აკადემიურ საზოგადოებას სწავლის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება მიულოცა.
„ვამაყობ, რომ ქართული ენის სწავლებით ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს ამ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საქმეში“, – ამბობს წამყვანი პედაგოგი სალომე გოჩოლეიშვილი, რომელიც არქევანის საჯარო სკოლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებს 10 წელია ქართულ ენას ასწავლის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, სადაც 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესის სააუდიტორიო სივრცეში განახლებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია გაიხსნება. აკადემიის დაფუძნების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ბასკეთის კულინარიის ცენტრის დირექტორმა ხოსე მარი აიზეგამ, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. მინისტრმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიულ განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქართული ჟესტური ენისა და ჟესტური ენის თარჯიმნის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოში ქართული ჟესტური ენის თარჯიმნების სერტიფიცირებისა და პროფესიის განვითარების გზამკვლევი“ შეიქმნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს და რეგიონის საჭიროებებს მოემსახურება. მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერების მხარდაჭერის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლებს 2021-2022 სასწავლო წელსაც შესაძლებლობას აძლევს, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, გარკვეული კატეგორიის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალურ პროგრამას. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სრულ დაფინანსებას, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის შესაბამისად. პროგრამის სრული ბიუჯეტი 2 520 000 ლარს შეადგენს.
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი სამუშაო სივრცის გახსნა მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიხსნა აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტი, მოეწყო მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდს (IFES) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება გრძელდება. უკვე შემუშავდა სამოქალაქო განათლების ახალი მოდული, მასწავლებლის გზამკვლევი და სტუდენტთა სახელმძღვანელო.