პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ მოაწერეს.
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კოლეჯი „აისი“ აგრძელებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას ოთხ ლოკაციაზე: კაჭრეთი, დედოფლისწყარო, ახმეტა და ლაგოდეხი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ფაიზერის ვაქცინით აიცრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან ჯაბა სამუშიასთან და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტთან ერთად „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მოწვეულ სტუმრებს სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები და საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობის გაუმჯობესების კუთხით სამომავლო გეგმები გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2022 წელს სახელმწიფო ენის (ქართული და აფხაზური) დაცვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსსგამოაცხადებს, რომელიც ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა პედაგოგთა და პროფესორ-მასწავლებელთა ვაქცინაციის გეგმები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ფაიზერის ვაქცინით აიცრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან ერთად, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის საინფორმაციო კამპანიას – „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ – ახორციელებს.
ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების პროფესიული განათლების მიღებას მსურველები დმანისში შვეიცარიულ აგრარულ სკოლა „კავკასიაში“ შეძლებენ, სადაც პირველი სტუდენტების რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე 2021 წელსაც ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.