საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიან განათლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა განათლების ყველა საფეხურზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე წელიწადში ქუთაისში ჩამოყალიბდება განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე მეცნიერების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა, გაძლიერდეს საქართველოში მეცნიერების განვითარების მხარდაჭერა, შეიქმნას ეფექტიანი მოქნილი და ხარისხზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობა იქნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ხარისხიანი უმაღლესი განათლება სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და აღნიშნული მიზნის მისაღწევად საზოგადოებას სამინისტროს ხედვა წარუდგინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა. პრეზენტაციაზე მინისტრმა სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით სამინისტროს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი პროგრამები გააცნო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კოლეჯში პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ და დაეუფლონ ადგილობრივ შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს
ქალაქ ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის №6 საჯარო სკოლის ახალი ფილიალში 2021-2022 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია გამოცხადდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში პირველად უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ჩატარდა, რითიც 2021 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი დასრულდა.
პროფესიულ განათლებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის კონკურსს „მესიჯი უცხო ცივილიზაციას“აცხადებს
ბრიტანეთის საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“
ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კოლეჯი „ახალი ტალღა“ ქობულეთსა და ხულოში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მიღებას აგრძელებს