საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაარსებიდან 91-ე წლისთავს ულოცავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ეროვნულ უმცირესობათა განათლების უფლებებთან დაკავშირებით ჰააგის რეკომენდაციების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის პანელის მთავარ თემას წარმოადგენდა – ჰააგის რეკომენდაციებისა და მრავალენოვანი სწავლების როლი ციფრული განათლების ეპოქაში.
ბავშვთა უფლებების, მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და განათლების კოალიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან ერთად უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელიც მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პრემიერ-მინისტრმა ის ადგილიც მოინახულა, სადაც ადრონული თერაპიის ცენტრი უნდა აშენდეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს, დაბადების დღეს ულოცავს.
ევროპის ტრენინგების ფონდისა (ETF) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი კვლევის „ინკლუზიური უნარები სოფლის მეურნეობის სექტორში ინოვაციური საწარმოების განვითარებისთვის COVID-19-ის შემდგომ“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი ერთი წლით მსოფლიო წიგნის დედაქალაქად გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით გაიმართა ინტელექტკლუბის "რა? სად? როდის?" ღონისძიება თემაზე: "წიგნი ჩვენ და გარემო".
პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და სხვადასხვა პროფესიების შესახებ სკოლის მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით, სკოლებში სახალისო და შემეცნებითი ონლაინ ღონისძიებები გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, იმ სტუდენტებს, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ვერ შემოვიდნენ საქართველოში, სტატუსი არ შეუჩერდებათ და სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაასრულებენ.