საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ შეხვედრა გამართა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც სამინისტროსთან ერთად განათლების სფეროს განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ.
2021-2022 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლების მიერ დამატებულ ადგილებზე პირველკლასელთა რეგისტრაცია 3 ივნისს 14:00 საათზე დაიწყება.
I-XII კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა.
რიგით მეცხრე გაფართოებული ტესტირება ჩატარდა დღეს თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში, სადაც ისნის რაიონის საოჯახო მედიცინის ცენტრის ლაბორანტებმა კოვიდინფექციაზე სკოლის 50 წარმომადგენელი შეამოწმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ყველა ბავშვს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.
ნათია შერბაკოვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან 2015 წლიდან მუშაობს, იმ დროიდან, როდესაც ინკლუზიური განათლება დიდი გამოწვევის წინაშე იდგა – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხარისხიანი განათლებისთვის აუცილებელი იყო არა მხოლოდ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არამედ მათდამი დამოკიდებულების შეცვლა, მიმღებლობის გაზრდა, სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლების გაძლიერება.
USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში ახალციხის, გორის, კაჭრეთისა და ზუგდიდის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ტურ-გიდების პროგრამის განხორციელებისთვის შესაბამისი ინვენტარი გადაეცა. ღონისძიება საგამოფენო სივრცე ექსპოჯორჯიაში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროექტის „ზრდა საქართველოში“ წარმომადგენლებმა მიიღეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგი ქართველოლოგი ბერნარ უტიე, საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი, ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე და თბილისში პოლონური ინსტიტუტის დირექტორი ლეხ კონჩაკი დააჯილდოვა. ორბელიანების სასახლეში გამართულ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განათლების რიგით მე-11 საერთაშორისო გამოფენა – 2021 გაიხსნა, რომელიც 27-28 მაისს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.