სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ონლაინ პოსტერული კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის გამარჯვებულებმა მიიღეს და თავიანი სამეცნიერო-კვლევითი მიღწევები წარმოადგინეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს საზოგადოებას, ბატონი კახის ოჯახსა და ახლობლებს:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად შემდეგ კონკურსებს აცხადებს:
როგორც ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს საჯარო სკოლებშიც კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი იზრდება. პარალელურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამკაცრდა ჰიგიენის ნორმების დაცვაზე კონტროლი, რათა სააღდგომო არდადეგების დაწყებამდე ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული.
„არ არსებობს უნარი, რომლის განვითარებაც სწორად მუშაობის შემთხვევაში შეუძლებელია,“ - აცხადებს თბილისის №31 და №114 საჯარო სკოლების პედაგოგი ქეთევან გოგოლაძე, რომლის გამოცდილებით, სპეციალური მასწავლებლისთვის ყველა რგოლზე მუშაობა თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ კომპლექსურ მუშაობას მოაქვს შედეგი.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მასწავლებელთა სისტემური სავალდებულო ტესტირება თბილისსა და რეგიონებში შეუფერხებლად გრძელდება. ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ტესტირება ამჯერად თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში ჩაატარეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება მოზარდზე ძალადობისა და მოსწავლის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და გმობს სკოლაში მომხდარი ნებისმიერი სახის ძალადობას.