ქვეყანაში ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებელი სკოლებში არსებულ ვითარებაზეც აისახა, თუმცა მაქსიმალურად დაცული ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, ათასწლეულის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მეოთხედ ტარდება და, ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია.
პირველად, მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესში ჩართულობის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააწესა რეგულაციები, რომელიც სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს. საბოლოო ჯამში, იმისათვის, რომ მოზარდი სკოლის მიღმა არ აღმოჩნდეს, პროცესში მთელი განათლების სისტემა ერთვება.
ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკური ოლიმპიადას (EGMO 2021) წელს საქართველომ უმასპინძლა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში დისტანციურად ჩატარებულ ოლიმპიადაში, რომელშიც 54 ქვეყნის 213 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ანა ონოფრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართული ენის დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა და პანდემიის პირობებში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, დამანა მელიქიშვილს ეწვია და მას დედაენის დღე მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოაცხადა.
საქართველოს განათლების სისტემაში პირველად გაჩნდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც სკოლებში ჯანსაღი, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან.
ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა მოსწავლეებმა სემესტრის დასრულება, ბუნებრივ გარემოში, სასკოლო სივრცეში შეძლონ.