საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე და სიახლეებზე ისაუბრა.
18-28 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სცენოგრაფიის მესამე საერთაშორისო ბიენალე გაიმართება.
ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლას „ნიჭიერთა ათწლედში“ „ბავშვთა მუსიკალური აღზრდის ტრადიციას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, კორონავირუსის პირობებში სამინისტრო სკოლების მართვას, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის სრული დაცვით ახორციელებს.
ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება 2020 წლის 19 ოქტომბრიდან დაიწყება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოს დაცვისა და აგრარული განათლების შესახებ პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიება გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოში გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გამოცემული ორი კრებულის: „ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ“ და „დადიანების სასახლეების საგანძური“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონკურსზე „მსოფლიო განათლების კვირეული“ მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლის დირექციას, თითოეულ პედაგოგსა და მოსწავლეს ეს დიდი წარმატება მიულოცა:
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ორი ღონისძიებით წარდგება.
საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონკურსზე „მსოფლიო განათლების კვირეული“ მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა.
საქართველოს მასშტაბით 15-მა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ პირველად დაიწყო 40-მდე ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის განხორციელება.
მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სასიხარულოა, რომ თეატრი სეზონს ახალი ღია სივრცით – „მწვანე თეატრით“ შეხვდა. ვულოცავ თეატრის დასს საიუბილეო თარიღს და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ვუსურვებ.