საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მონაწილეობა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში - „8 ერი“, ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, რადგან საქართველოს პირველად მიეცემა შესაძლებლობა იასპარეზოს ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პროგრამის პირობები გააცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მწერალთა სახლთან ერთად, აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს – „ლიტერა მთარგმნელებისთვის“.
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა პროფესიული ტესტირება დღეს, დილის 9 საათზე საქართველოს 59 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
5 და 6 სექტემბრის პროფესიული ტესტირებისთვის საქართველოს ყველა რეგიონის 31 ქალაქსა თუ დაბაში მომზადებულია 59 საგამოცდო ცენტრი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ზესტაფონის №1 ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულა. მინისტრი სკოლის მასწავლებლებს გაეცნო, განახლებული სკოლის შენობა მიულოცა, პროფესიული წინსვლა და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა უსურვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაშია და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლის საგანმანათლებლო რესურსებით მაქსიმალური უზრუნველყოფა.
ერთიან პროფესიულ ტესტირებამდე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შიდა შერჩევის პროცესები დასასრულს უახლოვდება. პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის წესში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით წელს პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვა ორი ფორმით ხორციელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, კოლომ დე მერსის უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპორტული ფედერაციების მიერ დაწესებული შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც მოქმედებს ორგანიზაციის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ სხვადასხვა სპორტულ ლიგაში ასპარეზობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლას ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახლადაშენებული სკოლის შენობა მოინახულა.