კორპორაცია Microsoft-ი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვასა და უწყებასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას დადებით შეფასებას აძლევს.
კომპანიამ დეტალურად შეისწავლა სამინისტროს მიერ პანდემიისა და პოსტ-პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლებისას, მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროდუქტების დანერგვის პროცესი, უწყების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები წარმატებულ ნიმუშად აღიარა და ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა (Case Study).
მზიურის პარკში ფეხბურთის სამოყვარულო მუნიციპალური ლიგის პრეზენტაცია გაიმართა.
ტურნირში, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის 544 გუნდი, ხოლო ტურნირში ჩართულ მოყვარულ ფეხბურთელთა რაოდენობა 12 ათასს აღემატება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იწყებს 1877 წლით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - წინამძღვრიანთკარში მდებარე პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაციას. შენობა დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და მასში განთავსდება საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზები, პირველ სართულზე არსებულ უძველეს მარანში მოეწყობა სამუზეუმო სივრცეები და ტექნოლოგიური ლაბორატორიები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.