საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ ხელშეწყობით განათლებისა და მეცნიერების განვითარების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად დაგეგმვის მიზნით ორდღიანი სემინარი გაიმართა.
სემინარი სახელწოდებით „განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესის განვითარება“ 6-7 აგვისტოს, წინანდალში ჩატარდა და მასში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა – ეკატერინე დგებუაძემ, ნუნუ მიცკევიჩმა და ლევან ხარატიშვილმა, სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების ხელმძღვანელებმა და დონორი ორგანიზაციების/პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფესტივალ „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტებისა და საინტერესო სიახლეების შესახებ სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნანა დოლიძემ, ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოადგილემ მაკა ნასრაშვილმა, ფესტივალის დირექტორმა ნინა ცაგარელმა და ფესტივალის მთავარმა დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა ისაუბრეს.
პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. კოლეჯის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია კოლეჯის პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე ისაუბრეს რეგისტრაციის პროცესზე, ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო.
კოლეჯში, წელს პირველად, სწავლის მსურველ საბაზო საფეხურის განათლების მქონე პირებს საშუალება აქვთ, დაეუფლონ „ვებტექნოლოგიებისა“ და „სასტუმრო მომსახურების“ ინტეგრირებულ პროგრამებს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს და სურვილის შემთხვევაში სწავლას უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ.
პროფესიულ კოლეჯში „მოდუსი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ღონისძიებაზე დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯში მოქმედი პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე რეგისტრაციის პროცესზე, პროფესიულ ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. აპლიკანტებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტული და სასწავლო აღჭურვილობები დაათვალიერეს.
ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.
ახალი პროექტი დღეს საზოგადოებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მნიშვნელობასა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვაზეა ორიენტირებული. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აგრარული მიმართულების დუალური პროგრამების განხორციელებაში ჩართულ პარტნიორ დამსაქმებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არსებული თანამშრომლობის შეფასება, სამომავლო გეგმების განხილვა და ახალი დუალური პროგრამების დანერგვის საჭიროებებზე მსჯელობა.