ქიმიის რიგით 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადის (IChO) მასპინძელი ქვეყანა წელს თურქეთია და ქართველი ბავშვები მასში მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის მოსწავლეებთან ერთად იასპარეზებენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშილი ამჯერად ღვინის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
გურიის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას ეწვია, სადაც რეგიონის სკოლის დირექტორებსა და ახალი სკოლის მოდელის ადგილობრივ ექსპერტებს შეხვდა.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე ადგილზე გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციასა და გამოცდის მიმდინარეობას დღეს გორის საგამოცდო ცენტრში გაეცნო და აპლიკანტებს წარმატება უსურვა.
ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ონლაინ ფორმატში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ანა საბახტარიშვილს და ასოციაციისა და სამშენებლო ბიზნესის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ნუკრი ხასიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კოლეჯის „ფაზისი“ ხობის ფილიალს ესტუმრა, სასწავლო პროცესს გაეცნო და სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდა. კოლეჯში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი დღეიდან დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საგნობრივ გამოცდას წელს 12 000-მდე პირი ჩააბარებს.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ქალთა შორის საქართველოს 77-ე საჭადრაკო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. ჩემპიონატში ქვეყნის თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას.