აჭარის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა საზღვაო აკადემია მოინახულა და სასწავლებლის წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე მიმდინარე პროფესიული პროგრამები განიხილეს და სამომავალო გეგმებზე იმსჯელეს.
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქის ტერიტორიაზე, პროფესიული კოლეჯის "ბლექსი" ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება.
Сivil Match არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაწყვილების პროგრამა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 10 ქვეყნიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) დაამყარონ კავშირები და წამოიწყონ ერთობლივი პროექტები. პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციებს თანამშრომლობის, იდეების განვითარებისა და საინტერესო პროექტების წამოწყების შესაძლებლობა ექნებათ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებით, სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან და დღევანდელი ვითარება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ სწავლა 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში დაიწყოს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან და აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, კოლეჯს „ბლექსი“ ეწვია და ადგილობრივ მსხვილ დამსაქმებლებთან, რომლებიც კოლეჯთან აქტიურად თანამშრომლობენ, შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, მარნეულის კოლეჯის იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს მარნეულისა და ბოლნისის კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მუშაობდნენ, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან დისტანციური სამუშაო შეხვედრა გამართა და ინტეგრირებული პროგრამების დანერგვის პროცესს გაეცნო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა. აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და UNICEF -ის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო ონლაინფორუმი „განათლება და ინოვაცია - ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფა ყველასთვის“.
კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების ციკლი სახელწოდებით „პროფესიული განათლება ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“ გრძელდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან ზურაბ ნასარაიასთან ერთად გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და იმ მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ზოგადი განათლების კომპონენტი უნდა ასწავლონ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს უმასპინძლა.
ისტორიული შენობის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი გაეცნო.