მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო (WADA) და სპორტული საზოგადოება სამართლიანი თამაშის დღეს აღნიშნავს. Play True Day - 2014 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანია სპორტის უმთავრესი ღირებულებების დაცვა, რაც სპორტსმენთათვის სამართლიანი გარემოს შექმნას გულისხმობს. ამჯერად, ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ აქტივობებს, მსოფლიოში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო, განსხვავებული ფორმა აქვს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან ვიდეოკონფერენცია გამართა. შეხვედრის ძირითად მიზანს COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად უკვე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების განხილვა წარმოადგენდა.
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავადა.
6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა და აქტივობებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით არის „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (The Organisation for Economic Co-operation and Development – OECD) COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ანგარიში გამოაქვეყნა.
6 აპრილს, მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და აქტივობები ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს. წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით იქნება „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული აქტივობები ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციები საზოგადოებას ონლაინ სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge.
31 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, მისი სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი გამოვლინდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა.
დღეს, 30 მარტს, პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში.